ვიდეო რგოლი აჭარის შესახებ ლიტვურ არხზე გავა

09 ივნისი 2016, 00:00 5006 ნახვა

ცნობილი ლიტველი იუმორისტი, ტელე წამყვანი და მსახიობი ოლეგ შურაევი აჭარაშია. იგი თავისი გადაცემისთვის სპეციალურ ვიდეო რგოლებს ამზადებს. მსახიობი მაყურებელს რეგიონის ტურისტულ პროდუქტებზე და  აჭარაში დასვენების უპირატესობებზე მოუყვება. გადაცემაში ასევე მოხვდება ქართული სუფრის ტრადიციაც. აჭარის შესახებ მომზადებული გადაცემები ლიტვაში წამყვანი ტელეარხ ტვ 3- ის ეთერში ივნისში გავა. მსახიობი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ლიტვაში ჩატარებული პიარ კამპანიების ფარგლებში სტუმრობს. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში