„შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ - შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალურ კამპანიას აგრძელებს.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ „ზებრა“-გადასასვლელთან დაიდგა ფორტეპიანო, წარწერებით „ისარგებლე „ზებრა-გადასასვლელით“ და „გზა დაუთმე ქვეითს“. ფლეშმობის ფარგლებში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა და ამ ფორმით კამპანიაში ჩართვა. აქცია-პერფორმანსის მიზანი მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა.