''შენი გულისთვის - შენი უსაფრთხოებისთბის'' - ფლეშ - მობი

11 აგვისტო 2017, 00:00 3262 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალურ კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ აგრძელებს. დღეს  ბათუმში,  ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ „ზებრა“-გადასასვლელთან დაიდგა ფორტეპიანო, წარწერებით „ისარგებლე „ზებრა“-გადასასვლელით“ და „გზა დაუთმე ქვეითს“. ფლეშმობის ფარგლებში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა და ამ ფორმით კამპანიაში ჩართვა.

აქცია - პერფორმანსის მიზანი იყო მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, რომ ქვეითებმა ისარგებლონ „ზებრა“-გადასასვლელით, მძღოლებმა  კი მათ  გზა დაუთმონ.  

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში