ე.წ. “ოცნების ქალაქი” შესახლებულებს ვეღარ იტევს

09 ივნისი 2016, 00:00 5068 ნახვა

ე.წ “ოცნების ქალაქი” ახალ მკვიდრებს ვეღარ იტევს. ყოფილი 25-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე თავშესაფრის საპოვნელად მისული მრავალშვილიანი ოჯახი გუშინ გვიან ღამით ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. 6 მცირეწლოვანი დროებით იქვე მცხოვრებლებმა შეიფარეს. მოზარდების დედა ინფრასტრუქტურულად გაუმართავ ტერიტორიაზე ცხოვრების გადაწყვეტილებას უსახლკარობით ხსნის. ამბობს, რომ აქამდე ქირით ცხოვრობდა, რამდენიმე თვის წინ კი სახლის მეპატრონემ გადასახადი გაუზარდა, რასაც მისი თქმით  ვეღარ გაწვდა.   

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი