“ღირსეული პარტნიორი 2017”

10 აგვისტო 2017, 00:00 2216 ნახვა

 „ღირსეული პარტნიორი 2017“ ფარგლებში ვაზიანის მე-11 სასროლეთზე კომბინირებული საბრძოლო სროლები გაიმართა. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აშშ-ის ევროპული სარდლობის მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროებმა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“ გამოიყენეს.

წვრთნაში ჩართული იყო ქართულ შეიარაღებაში არსებული ტე-72 ტიპის ტანკები, ამერიკული ტანკი „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“. კომპლექსური სწავლება ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით.

ამავე კატეგორიაში