საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე და ჟურნალისტების ჯგუფი იმყოფება.
სტუმრებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ბათუმში შეხვდა. მხარეებმა ერთმანეთს ტურიზმის სფეროში არსებული გამოცდილება გაუზიარეს.