საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი დღე - 2008 წლის 8 აგვისტო. რუსეთ-საქართველოს ომი. დაღუპული, დაშავებული და საკუთარი სახლიდან განდევნილი ათასობით მოქალაქე. რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა, ოკუპაცია კი გრძელდება.
მცოცავი ანექსია საქართველოს მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზთან გააპროტესტეს და სიმბოლურად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.