8 აგვისტოს დაღუპულები გაიხსენეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები აანთეს.
ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით უახლოეს მომავალში მუნიპალიტეტის ტერიტორიაზე შეირჩევა ადგილი სადაც 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი განთავსდება.