საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება

05 აგვისტო 2017, 00:00 2267 ნახვა

სტამბოლში მალტეპეს ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები შიმშილობენ, ისინი სასულიერო პირთან შეხვედრას ითხოვენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით  საქართველოს საკონსულოს სისტემატური კავშირი აქვს სტამბოლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებთან, რა დროსაც მათი მხრიდან არასდროს გამოთქმულა სურვილი სასულიერო პირთან შეხვედრის შესახებ ასევე პატიმრებს აქვთ სალოცავი კუთხეც, და ციხის ადმინისტრაციას მათთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია.

პატიმრების მონახულებაზე ნებართვას საკონსულო ორშაბათს, მიიღებს რის შემდეგაც მოხდება შეხვედრა. საკონსულოს მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი