მოშიმშილე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იგი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება- ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტროდან მოგვაწოდეს. ამბობენ, რომ მსჯავრდებულს დაწესებულების ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს. იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
როგორც პატიმრის უფლებადამცველმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ქუთაისის სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში მე-17 დღეა პატიმარი შიმშილობს. მსჯავრდებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იგი სამარტოო საკნიდან გადაყვანას ითხოვს. ნათესავების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.