26 წლის ქართველი მეომარი ავღანეთში თავდასხმას ემსხვერპლა. ტერორისტული აქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მდინარი ბებიაშვილი ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პატრულირებას ახორციელებდა.
ქართველი მეომარი 32-ე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ,,მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში ავღანეთში დაიღუპა. მას სამშობლოში 6 აგვისტოს, სამხედრო წესით ჩამოასვენებენ.