დაკავება საოკუპაციო ხაზთან 

02 აგვისტო 2017, 00:00 2357 ნახვა

ხვალიდან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ არცევთან ხნულის გავლებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ დე-ფაქტო უშიშროების სამსახურში აცხადებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საინჟინრო სამუშაოების შემდეგ, ე.წ. საზღვარზე ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის აღდგენა იგეგმება. დე-ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაოები 3 აგვისტოდან დაიწყება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიეს განცხადებით ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები ფაქტობრივად არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება. ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და კომუნიკაციაში იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ფლავისმანის განაპირას ე.წ. მესაზღვრეების მიერ ორი ადამიანის გატაცების შესახებ. 65 წლის გივი ეცადაშვილი და 72 წლის გივი მამისბედაშვილი რუსმა სამხედროებმა მინდორში დააკავეს.  დაკავებულების ოჯახებს ოკუპირებული ცხინვალიდან ჯერ არავინ დაკავშირებია

ამავე კატეგორიაში