ბათუმში, გუშინ ახალგაზრდა დაჭრეს

02 აგვისტო 2017, 00:00 2086 ნახვა

ბათუმში, გუშინ ღამით კიდევ ერთი ახალგაზრდა დაჭრეს. რეფერალური საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმის ინფორმაციით, კლინიკას დაახლოებით ღამის 4 საათზე, 23 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით მიმართა.

''დაშავებულს გუმკერდისა და მუცლის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა,მედიკოსთა თქმით მას შესაბამისი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა. პაციენტი ქირურგიულ დეპარტამენტშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია'' - ამბობს მედეა მიმინოშვილი.

ამავე კატეგორიაში