ხანძარი ხულოში - პაქსაძეების სახლი მთლიანად დაიწვა

01 აგვისტო 2017, 00:00 10971 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში პაქსაძეების 14 წევრიანი ოჯახი საცხოვრებელის გარეშე დარჩა. ხანძრი სახლს რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა. შემთხვევის დროს ადგილზე ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. ისინი მთაში იალაღებზე არიან. ხანძრის შედეგად  საცხოვრებელი მთიანად დაიწვა. ცეცხლი  დამხმარე დაგებობებსაც მოედო. 

შემთხვევის ადგილას  სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ხულოს სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, გამომწვევი მიზეზები კი ჯერჯერობით უცნობია.

დამწვარია ორ სართულიანი ხის სახლი. თვითმხილველების თქმით,  სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ორი შენობის გადარჩენა მოახერხეს რომლებიც პაქსაძეების საცხოვრებელთან რამდენიმე მეტრში მდებარეობდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით,   სახლის აღდგენა იგეგმება. ბესიკ ბაუჩაძის განმარტებით, თუ ოჯახი იალაღებიდან ადრე დაბრუნდება, გამგეობა მათ დროებით ბინას უქირავებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში