რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი

31 ივლისი 2017, 00:00 2947 ნახვა

საზეიმო ვითარებაში პერფომანსით დაიხურა, რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც იტალიიდან მოწვეული რეჟისორი კლაუდიო დი მალიო უძღვებოდა. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში დასახელდნენ. ფესტივალის საპრიზო ფონდი 5000 ლარის ოდენობით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ  თეატრს გადაეცა. აღნიშნული თანხა თეატრმა სამომავლოდ ახალი სპექტაკლის დადგმისთვის უნდა გამოიყენოს.

ფესტივალი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრები მონაწილეობდნენ. ამის გარდა, მაყურებლის წინაშე სპექტაკლებით წარდგნენ მოწვეული ქვეყნების ირანის, პოლონეთის, უკრაინისა და რუსეთის თეატრალური დასები. ფესტივალის ფარგლებში მსახიობებს ვორქ-შოპები და მასტერკლასები ჩაუტარდათ. ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი