სოფელ წყავროკაში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

31 ივლისი 2017, 00:00 7531 ნახვა

სოფელ წყავროკაში დაჭრილი 45 წლამდე ასაკის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში დღეს გარდაიცვალა. იგი ქობულეთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. შემთხვევა 29 ივლისს მოხდა. 45 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით - დანით წყავროკაში არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე, მაღაზიაში დაჭრეს. ობიექტის მეპატრონის ინფორმაციით, გარდაცვლილსა და ეჭვმიტანილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. 

ეჭვმიტანილის მეუღლის განცხადებით ქმარი საღამოს მეგობრებთან ერთად სახლში სვამდა, მოგვიანებით მაღაზიაში გავიდა, რა დროსაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა.  სავარაუდო ბრალდებულის მეუღლე განმარტავს, რომ აქამდე მეზობლებს შორის ურთიერთდაპირისპირების ფაქტი არ ყოფილა. 
 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების წარმომადგენელთა განცხადებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში