ქვიშის რაგბის ფესტივალი

30 ივლისი 2017, 00:00 2431 ნახვა

ქვიშის რაგბიში მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დღეს დასრულდება. შეჯიბრების დასკვნითი ეტაპი 4 საათზე რაგბი არენაზე დაიწყება. ტურნირში 4 ქვეყნიდან მამაკაცთა და ქალთა გუნდები მონაწილეობს.

შეჯიბრება სარაგბო კლუბ "ბათუმი"-ს ორგანიზებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. რამდენიმე დღის წინ აჭარის ქვიშის რაგბის კავშირი შეიქმნა რომელსაც კახაბერ კოტრიკაძე უხელმძღვანელებს. მისი თქმით, რეგიონს როგორც გოგონათა ასევე ვაჟთა გუნდი ეყოლება. ფესტივალი კი სპორტის ამ სახეობის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი