“ღირსეული პარტნიორი 2017”

30 ივლისი 2017, 00:00 2807 ნახვა

„ღირსეული პარტნიორი 2017“_სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ამ წუთებში იწყება. იგი საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება, როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა და 2 ათას 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.

წელს „პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერიც“ ჩაერთვება. სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი