ზღვის ლომებს ემას და პედროს შვილი შეეძინათ

29 ივლისი 2017, 00:00 6399 ნახვა

ბათუმის დელფინარიუმში კიდევ ერთი სელაპი დაიბადა. ფეხფარფლიანთა განყოფილებაში ეს რიგით მეექვსე მატებაა. სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში ემას და პედროს შვილი შეეძინათ. პატარა და დედა თავს კარგად გრძნობენ. ახალშობილი სრულიად ჯანმრთელია. იკვებება დედის რძით. დაიბადა მუქი ყავისფერი ბეწვით. სავარაუდო წონა 5-7 კგ-ა.

ბათუმის დელფინარიუმის ოფიციალურ გვერდზე წერია: „ეს წარმატება, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ბინადრები, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან. 6 წლის მანძილზე ბათუმის დელფინარიუმში უკვე 7 ზღვის ლომი დაიბადა. მათი საბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებს, ასევე ხელოვნურ გამოქვაბულს.

 



(წყარო: ბათუმის დელფინარიუმი/dolphinarium.ge)

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი