ბათუმი ქვიშის რაგბიში მე-10 საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. შეჯიბრება რაგბი არენაზე მიმდინარეობს და მასში 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. ტურნირში მამაკაცთა 8 და ქალთა 4 გუნდია ჩართული. შეჯიბრება სარაგბო კლუბ "ბათუმი"-ს ორგანიზებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება და ხვალ დასრულდება.