პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ფილმს გადაიღებენ

29 ივლისი 2017, 00:00 2384 ნახვა

პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ.  ისინი ერთკვირიანი ტურის მანძილზე რეგიონის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ბათუმის კულტურულ-ისტორიულ ადგილებსა და პროდუქტებს გადაიღებენ. დაათვალიერებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, დელფინარიუმს, გონიოს ციხესა და მაღალმთიან აჭარას, სადაც ფილმის ფინალს გადაიღებენ.

მედიატურის შემადგენლობაში პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლები არიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი