აჭარა   ევრონიუსის   ეთერში

27 ივლისი 2017, 00:00 1597 ნახვა

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის შესახებ სიუჟეტს  ევრონიუსის მაყურებელიც ნახავს.  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ევრონიუსის გადამღები ჯგუფი რეგიონს სტუმრობს და აჭარის შესახებ რეპორტაჟებს ამზადებს.  

ჟურნალისტებმა ბათუმის  კულტურულ-ისტორიული  და  ტურისტული ღირსშესანიშნაოებები  დაათვალიერეს,  სტუმრობდნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულ ადგილებს.  ამასთან ტელეკომპანიის  ეთერში  აჭარის  ახალი საიმიჯო  ვიდეორგოლები უკვე ერთი თვეა ტრიალებს.  

ევრონიუსის გარდა რეგიონის ტურისტული პროდუქტების ამსახველი კლიპები ბიბისის  ეთერით გადაიცემა.  ჯამში, ორივე კომპანია 158 ქვეყანას ფარავს. 

ამავე კატეგორიაში