შენობის ჩამონგრევის შედეგად სამი პირი დაშავდა

26 ივლისი 2017, 00:00 2264 ნახვა

ჩაისუბანში, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ამ დრომდე  ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში რჩება. მას   მხრის ძვლის მოტეხილობა  და კანის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. მედიკოსების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დაშავებული მცირეწლოვანი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. ოჯახის ორი წევრი, რომელიც რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს, უკვე გაწერეს. ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში, საცხოვრებელი სახლი გუშინ ღამით ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლი სავარაუდოდ სიძველის გამო ჩამოინგრა. 

ამავე კატეგორიაში