პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი დადგება - უმრავლესობა დაძლევს ვეტოებს, თუ ვერა, აუცილებელია გაიგოს მოსახლოებამ, რომ თვითმმართველობას 7 ერთეულში ართმევენ ავტონომიას.
ანა დოლიძე აცხადებს, რომ ამ ორი ცვლილების გატარება მკვეთრად აუარესებს დემოკრატიას. მისივე თქმით, ”ადგილობრივი თვითმმარეთველობის კოდექსსა” და ”საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ქვეყნის განვითარებისთვის ნაგატიური შედეგები მოაქვს, რაც მათთვის მიუღებელია.