გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართვა

20 ივლისი 2017, 00:00 3859 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მორბილვირუსის ინფექციის გამო, რითაც სავარაუდოდ, დელფინები იღუპებიან, შავ ზღვაში ბანაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ,  რომ აღნიშნული ვირუსი ადამიანზე არ გადადის. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მკვდარ დელფინს არ შეეხონ, რადგან ძუძუმწოვრები შესაძლოა სხვა ვირუსებითაც იყვნენ დაავადებული.

ამავე კატეგორიაში