ახალი განყოფილებები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

19 ივლისი 2017, 00:00 4174 ნახვა

ორი ახალი განყოფილება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.  “65 წლის და 65 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის 24 საათიანი ზრუნვის განყოფილება” და “ფსიქოსომატური აშლილობის მქონე პაციენტთა სტაციონარული მომსახურება”.

გერიატრიული განყოფილება 50 პაციენტზეა გათვლილი, აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით. მკურნალობა  მოხუცების მოვლა-პატრონობას და სამჯერად კვებას ითვალისწინებს. პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს და იგი აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მომსახურება უფასო. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში