სოციალურად დაუცველი სტატუსის აღდგენას ითხოვს

17 ივლისი 2017, 00:00 3514 ნახვა

მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის აღდგენას სთხოვენ. ლია ჩხაიძე ამბობს, რომ ოჯახს შემოსავლის წყარო არ გააჩნია და რთულ პირობებში უწევს ცხოვრება. იგივე მოთხოვნა  აქვს სოფიო აბაშიძის ოთხწევრიან  ოჯახს. მათ დღეს  "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეხვდნენ. ოპოზიცია  მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

სოციალურ მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ლია ჩხაიძის ოჯახი აგენტებმა განმეორებით  შეისწავლეს და პასუხი აგვისტოში გახდება ცნობილი. რაც შეეხება სოფიო აბაშიძეს, მან უწყებას განმეორებითი შესწავლის მოთხოვნით უნდა მიმართოს. იმ შემთხვევაში თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, საკითხის გადახედვა ერთი წლის შემდეგ იქნება  შესაძლებელი. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში