რუსუდან სიხარულიძის სახელობის მე-5 საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა გუნდურსა და ცალკეულ იარაღებში გოგონებსა და ვაჟებში - სულ 10 მედალი მოიპოვა. მათ შორის ორი ოქრო. შეჯიბრებაში 12 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.