უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზმესმენმა მოიჯარე სცემა

14 ივლისი 2017, 00:00 2752 ნახვა

უფლებადამცველი  დიმიტრი  ლორთქიფანიძე  საქართველოს პრეზიდენტს,  სახალხო დამცველსა და პროკურატურას  მიმართავს ზედამხედველობა  განახორციელოს   ბათუმში  მომხდარ  ფაქტზე.  

საქმე  ბათუმში  ორი  დღის  წინ მომხდარ ინციდენტს  ეხება,  რა დროსაც  უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა  ბიზნესმენმა და მისმა შვილმა მოიჯარე  დავით ლორთქიფანიძე  სცემა.   ნაცემი  მოქალაქე  მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში  მოხვდა. 
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი, უფლებადამცველი  დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ინფორმაცია მომხდარის შესახებ მას დაზარალებულის ოჯახმა მიაწოდა. ოჯახი  ეჭვობს,  რომ  გამოძიება  ჭიანურდება. ლორთქიფანიძის ინფორმაციით, დაზარალებულებს არ მიეცათ შესაძლებლობა  დადგენილი წესით  გაევლოთ  სამედიცინო ექსპერტიზა.  
"თავდაპირველად საკითხი ეხებოდა სამოქალაქო დავას, რომლის ფარგლებში  მეიჯარესა და მესაკუთრეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემდეგ  მეიჯარის მხრიდან გარკვეული სამართლებრივი პრეტენზიები  წარმოიშვა, იმის ნაცვლად რომ სასამართლოში გაგრძელებულიყო დავა მან თვითნებურად გამოალაგა მათი ქონება და განახორციელა  აგრესია,  შედეგად  მეიჯარე მრავლობითი დაზიანებებით    საავადმყოფოში მოათავსეს. 

თუკი ადგილი ჰქონდა სხვისი ქონების დაზიანებას უნდა ჩატარებულიყო სასაქონლო ექსპერტიზა, ასევე უნდა ჩატარებულიყო სამედიცინო ექსპერტიზა, რაც ჩემი ინფორმაციით არ ჩატარებულა,   ეს ქმნიდა ლეგიტიმურ საფუძველს, რომ გამოძიება ცდილობდა საქმე  გაეჯანჯლებინა" - აცხადებს აჭარის  საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ბიზნესმენის უფლებადამცველი რამინ პაპიძე ინციდენტის არსებობას არ ადასტურებს,ამბობს, რომ დავა მხარეებს შორის იჯარის თანხის გადაუხდელობას მოჰყვა. რაც შეხება დაზიანებებს ადვოკატის ინფორმაციით ის არ უცემითა და კიბეზე დაცემის შედეგად დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 126-ე მუხლით,  რაც  ძალადობას  გულისხმობს.
სახალხო დამცველი უცა ნანუაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს რომ საკითხით დაინტერესდება და ფაქტს შეისწავლის. 

ფოტო: დიმიტრი ლორთქიფანიძე

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში