ოთხი დაშავებული შეიყვანეს ერთი საათის წინ ქობულეთის საავადმყოფოში. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ისინი შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდნენ.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები.ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.