სტრატოკუმულუსი - ლამაზი ღრუბლების სახეობა ბათუმში

13 ივლისი 2017, 00:00 16801 ნახვა

გუშინ საღამოს ბათუმში  სტრატოკუმულუსის სახეობის ღრუბლების მასები წარმოიქმნა. ეს არის ერთ-ერთი  ლამაზი სახეობა, საერთაშორისო ღრუბლების ატლასში შესული.

(Stratocumulus)

მისთვის დამახასიათებელია ღრუბლების უწყვეტი ფენა, რომელსაც სხვადასხვანაირი ფორმა აქვს, ის შესაძლოა იყოს,  ფერადიც და მუქი ნაცრისფერიც. წარმოშობის ადგილის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან.  მას ზოგჯერ თან ახლავს მცირე ინტენსივობის წვიმა.

ბათუმში სტრატოკუმულუსის ღრუბლები მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა და განსაკუთრებით მიმზიდველი ის მზის ჩასვლისას იყო.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში