კონკურსი ახალგაზრდულ გადაცემაში მოხალისეების შესარჩევად

11 ივლისი 2017, 00:00 5485 ნახვა

საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის ტელევიზია  “თავისუფალ ჟურნალისტთა  სახლთან ” ერთად  იწყებს  ახალგაზრდულ  გადაცემათა  ციკლის მომზადებას,  რომელიც  აჭარის  ტელევიზიის  პირდაპირ  ეთერში 1 წლის  განმავლობაში გადაიცემა. 

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაგეგმოთ და მოამზადოთ  გადაცემა ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე.

თუ  თქვენ ცხოვრობთ  აჭარის რეგიონში   გთავაზობთ  მოხალისის სტატუსით ჩაერთოთ გადაცემებისა და სიუჟეტების  მომზადებაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. კონკურსში  მონაწილეობა შეუძლია  16-დან 25  წლამდე ახალგაზრდებს.

გადაცემათა  ციკლი მომზადდება  პროექტის  “სიტყვის  თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში რომლის მხარდამჭერია ფონდი ''ეროვნული  წვლილი დემოკრატიისთვის'' (NED). 

დეტალური ინფორმაცის კონკურსის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე

ამავე კატეგორიაში