აქცია საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით

11 ივლისი 2017, 00:00 2826 ნახვა

 მიითვისა თუ არა სახელმწიფომ კერძო საკუთრება? ამას პროკურატურა 5 წელია იძიებს. საქმე ეხება ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 10 წლის წინ დანგრეული სავაჭრო ცენტრ “ჭოროხის” შენობას, რომელიც 90-იან წლებში მუნიციპალიტეტთან ერთად აქციონერებს, ანუ 52 პირს ეკუთვნოდა.

წლების შემდეგ ხელახალი რეგისტრაციისას მათ ქონება აღარ გაუფორმეს, რის გამოც სასამართლო დავა დაიწყო. წელს ტერიტორიის გასხვისებაზე აუქციონი გამოცხადდა, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.

აქ კვლავ სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება, თუმცა ქონების ყოფილი მესაკუთრეები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, საპროტესტო აქციებს მართავენ და ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებამ მათი ქონება მიითვისა, ახალი კი ჰყიდის

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში