ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აჭარის საარქივო სამმართველოსა და ბათუმის გენდერის მედიაცენტრს შორის. დოკუმენტი სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი ღონისძებების მოწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი საარქივო სამმართველოს უფროსმა მაია ივანიშვილმა და ბათუმის გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა თამილა დოლიძემ მოაწერეს.