აქცია მერიასთან - სუვენირებით მოვაჭრეები ახალი ჯიხურების განთავსებას ითხოვენ

10 ივლისი 2017, 00:00 3179 ნახვა

ბათუმის მერიასთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სუვენირებით მოვაჭრეები ახალი ჯიხურების განთავსებას კვლავ ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტურისტულ სეზონზე შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მათი თქმით, მერიის წარმომადგენლებმა ძველ ჯიხურებში მუშაობა აუკრძალეს, ახალი კი ჯერ არ განთავსებულა. აქციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა. ლაშა სირაბიძე ამბობს, რომ ჯიხურებს განსაზღვრულ ადგილებში დღეს საღამოს განათავსებენ. ქალაქის ფარგლებში 26 ჯიხური იმუშავებს.

ამავე კატეგორიაში