ადვოკატი: მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია ესაჭიროება

10 ივლისი 2017, 00:00 4015 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. პაატა შავაძე ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს, კიდევ ერთხელ დააყენებს.

რა ტიპის ოპერაცია სჭირდება მერაბ ღოღობერიძეს - უფლებადამცველი ვერ აკონკრეტებს. მისი განცხადებით ბრალდებულს შინაგანი ორგანოები დაზიანებული აქვს, ჯანმთელობის მდგომარეობა კი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაუარესდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს 15 საათზეა ჩანიშნული. საქმის მოსამართლე დავით მამისეიშვილია.

ამავე კატეგორიაში