მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებს ეძებენ

09 ივლისი 2017, 00:00 5216 ნახვა

მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები, იმ ტურისტებს ეძებენ, რომლებსაც უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო გზა აებნათ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ზარი დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდა, შემთხვევის ადგილას ბრიგადა უკვე გავიდა.

ტურისტები სატელეფონო კავშირზე არიან. ინფორმაციას ხულოს გამგებელიც ადასტურებს. ბესიკ ბაუჩაძის თქმით, ნისლის გამო ტურისტებს გზა აებნათ, მანქანა კი დაჭაობებულ ტერიტორიაზეა ჩარჩენილი.

ამავე კატეგორიაში