მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ კობა ბაკურიძეს. მაშველები, 5 ბალიანი შტორმის გამო დღეს ზღვაში ვერ შევიდნენ. რაც შეეხება გამოძიებას, პოლიციასთან პრეტენზიები აქვს სპორტსმენის ძმას. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ გამომძიებლებს სათვალთვალო კამერებიდან მასალები ამ დრომდე არ ამოუღიათ.