განცხადებები საზღვრის გადმოწევის გამო

06 ივლისი 2017, 00:00 2535 ნახვა

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვას არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებას საკითხის უშიშროების საბჭოს ფორმატში განხილვას ურჩევენ. საბჭოს მდივანი დავით რექვიაშვილი ამბობს, რომ საგანგებო სხდომის მოწვევაზე პრეზიდენტთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ფიქრობს, რომ ეს ამ საბჭოს კომპეტენციაში არ შედის. საოკუპაციო ხაზზე, ე.წ. საზღვრის მანიშნებელი ბანერის უკანონოდ აღმართვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი