მედიკამენტები სიმბოლურ ფასად

06 ივლისი 2017, 00:00 2660 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი  მოქალაქეებს მიმართავს, ისარგებლონ უფასო მედიკამენტების პროგრამით. ახალი პროგრამის მეშვეობით, ბენეფიციარები პრეპარატებს სიმბოლურ ფასად -1 ლარად მიიღებენ. ინიციტივა ეხება ქრონიკული დაავადების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 ათასს არ აღემატება.

მედიკამენტები გაიცემა  ისეთ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც აწუხებთ მაღალი არტერიული  წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის, ფარისებრი  ჯირკვლის დაავადებები, ასევე დიაბეტის მე-2 ტიპი. პროგრამის მიმდინარეობაზე დღეს დავით სერგეენკომ ისაუბრა. მინისტრის თქმით, მოსარგებლეთა შესახებ მონაცემები ყოველდღიურად იზრდება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში