ქედაში ჩანჩქერების შესწავლა - აღმოჩენა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამგეობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა 19-მდე ჩანჩქერი აღმოაჩინა, რომელთაც ტურისტული მიმართულებით შეისწავლიან. მოგვიანებით კი ახალ ობიექტების შესახებ ინფორმაციას ბუკლეტებსა და ტურისტულ რუკაზე დაბეჭდავენ. ქედაში ამ დროისთვის ტურისტული დატვირთვა მხოლოდ ორ ჩანჩქერს აქვს.