„ფემინიზმის გამოღვიძება“ - ნენსი ფრეიზერის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა დღეს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით გამომცემლობა “წიგნები ბათუმში.“ კრებული ავტორის ბოლო გამოცემაა, რომელიც ფილოსოფოსის ორმოცწლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას გვთავაზობს.
ესეებში ფრეიზერი წარსულის ანალიზთან ერთად, თანამედროე გამოწვევებსა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ახალ პერსპექტივებზე ამახვილებს ყურადღებას. პუბლიკაციის პრეზენტაციის პარალელურად დისკუსია გაიმართა თემაზე – “როგორ უნდა გაძლიერდეს ფემინზმი საქართველოში.” წიგნი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ითარგმნა.