კობა ბაკურიძის სამძებრო სამუშაოების განახლება ვერ ხერხდება

05 ივლისი 2017, 00:00 7086 ნახვა

კობა ბაკურიძის სამძებრო სამუშაოების განახლება ვერ ხერხდება. სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით ზღვაზე 5 ბალამდე ღელვაა, წვიმის შედეგად დაბინძურებულ წყალში კი ხილვადობა დაბალია. ამ წუთებში ანბანის კოშკის მიმდებარედ ვერტმფრენის გამოჩენას ელოდებიან, რომელიც სამძებრო სამუშაოებში დღესაც ჩაერთვება. მამაკაცს ქობულეთში, მწვანე კონცხის ტერიტორიასა და ბათუმში მაშველები და მყვინტავები მესამე დღეა ეძებენ.


სპორტსმენი კობა ბაკურიძე, მაშველებმა  3 ივლისს  19 საათზე, წყალში შესვლისას დაინახეს. სანაპიროზე ნაპოვნია მისი პირადი ნივთები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში