აჭარაში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

04 ივლისი 2017, 00:00 16664 ნახვა

დღის მეორე ნახევრიდან სანაპირო კურორტებზე ამინდის პირობები მნიშვნლოვნად გაუარესდება.  მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი  ქარი. სინოპტიკოსების ინფორმაციით ზღვაზე  საშტორმო სიტუაცია შეიქმნება. მომდევნო სამი დღის განმავლობაში  კი მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ტემპერატურა  სანაპირო ზოლში +21+26 გრადუსამდე დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გუშინდელი დღე მაქსიმალური ტემპერატურებით გამოირჩეოდა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდა - ხულოში+39, ქუთაისში +40, სამტრედიაში +41, თბილისში +39 გრადუსი. მხოლოდ სანაპირო ზოლში იყო შედარებით დაბალი ტემპერატურა +32 გრადუსი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი