დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

01 ივლისი 2017, 00:00 3333 ნახვა

ამ დრომდე მძიმეა კვარიათში მომხდარი შემთხვევის შედეგად  დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის  მდგომარეობა, აცხადებენ მედიკოსები. იგი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში რჩება. რაც შეეხება კიდევ 4 დაზარალებულს,  მათგან ორი ბინაზე უკვე გაეწერა, კიდევ ორს კი ხვალ  გაწერენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების ინფორმაციით დამაკმაყოფილებელია.

გუშინ გვიან ღამით, კვარიათში მსუბუქი ავტომობილი ზღვაში გადავარდა. ისინი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში