ხვალიდან 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდება

30 ივნისი 2017, 00:00 5158 ნახვა

ხვალიდან საგზაო მოძრაობის შესახებ, საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ძალაშია.  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულის შემცირებასაც გამოიწვევს.

ქულების ამოწურვის შემდეგ, მძღოლს მართვის უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდება და გამოცდის ხელმეორედ ჩაბარება მოუწევს. ღვედების გამოუყენებლობისთვის - 5 ქულა დაგაკლდებათ, ავტომობილის მართვის დროს  ტელეფონით სარგებლობისთვის  - 15 ქულა, ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის - 20, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 30 ქულა, ავტომობილის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ავტომატურად გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით. 

დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე ajaratv.ge-ზე

ამავე კატეგორიაში