ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაშიც-აჭარის მასშტაბით 40 მოჭიდავე ტრადიციული ორთაბრძოლის ტურნირზე ერთმანეთს შეებრძოლა. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის მიერ შეირჩა და დაკომპლექტდა 15 კაციანი ნაკრები, რომელიც რეგიონის სახელით ივნისის ბოლოს დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატზე, დედაქალაქში იასპარეზებენ.