11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომაზე დღეს 2 ადვოკატი არ გამოცხადდა, ბრალდებულებმა კი დაცვის გარეშე პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
ბრალდების მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა რომ ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატი დანიშვნოდათ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მორიგი პროცესი 7 ივლისისთვის ჩანიშნა. 9 პირს გამოძიება 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება.