გიორგი მამალაძეს საღმრთო ხარისხი და ზიარება შეუჩერდა

27 ივნისი 2017, 00:00 2672 ნახვა

მიტროპოლიტ დიმიტრის გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძეს სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება და საღმრთო ზიარება შეუჩერდა. ამის შესახებ განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საკითხი სინოდს გადაეცემა. 

ასევე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადება , არ იყო პატრიარქთან შეთანხმებული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.
ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი