გოგირდის წყლის აბანო წელს აღარ იფუნქციონირებს. ტურისტულ სეზონი დაიწყო, თუმცა, სამკურნალო წყლებით სარგებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები ვერ შეძლებენ.
ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა, ინვესტორს ტერიტორიაზე სამუშაოები ამ დრომდე არ დაუწყია.
მსურველებს სამკურნალო პროცედურების ჩატარება, მახინჯაურში გოგირდის წყლის ჭაბურღილთან, სახელდახელოდ შემოფარგლულ ტერიტორიაზე მოუწევთ.
აბანოები ცხრა წლის განმავლობაში ყაზახ ინვესტორზე იყო გასხვისებული. აღნიშნულ პერიოდში ის მოძველებული ინფრასტრუქტურით, თუმცა მაინც მუშაობდა.